ბიზნესმენი და რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი გეგმავს უკრაინას 2,3 მილიარდი ფუნტი (2,8 მილიარდი დოლარი) გადასცეს, რომელიც მან ინგლისური საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვით მიიღო.
ცნობილია, რომ გასული წლის გაზაფხულზე აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ ამ თანხას უკრაინაში დაზარალებულთა სასარგებლოდ შექმნილ ფონდში გადარიცხავდა.
მაგრამ ფულის გადარიცხვისთვის საჭიროა ევროკავშირის ნებართვის მიღება, რადგან რუსი ოლიგარქი იქ სანქციების ქვეშ იმყოფება.
წყაროების თქმით, თანხა, რომელიც ომის მსხვერპლთათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქველმოქმედო შემოწირულებაა ისტორიაში, შესაძლოა, ფონდის მთავრობასა და აბრამოვიჩს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ჯერ კიდევ უსახელო ფონდში გადაირიცხოს, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს Unicef-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მაიკ პენროუზი უხელმძღვანელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დეტალები უახლოეს ორ კვირაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩი რუსეთიდან მოლაპარაკების დელეგაციის წევრი იყო და 2022 წლის გაზაფხულზე რამდენჯერმე ეწვია კიევს. მისი მონაწილეობა მოლაპარაკებებში და მისი ვიზიტი დედაქალაქში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად დაადასტურა.